გურამ კაშიამ შეკრება შეაფასა - ვცდილობთ, სეზონის განახლებას კიდევ უფრო უკეთეს ფორმაში შევხვდეთ #1TVSPORT
გურამ კაშიამ შეკრება შეაფასა - ვცდილობთ, სეზონის განახლებას კიდევ უფრო უკეთეს ფორმაში შევხვდეთ #1TVSPORT

ბრატისლავის „სლოვანის“ ქართველმა მცველმა, გურამ კაშიამ კლუბის პრესსამსახურთან „ზალცბურგთან“ ბოლო საკონტროლო მატჩი (0:1) და მოსამზადებელი ეტაპი შეაფასა.

„ჩემი აზრით, „ზალცბურგთან“ გოლის დროს ბურთს კარის ხაზი არ გადაუკვეთია. ძალიან ვწუხვარ, რომ სწორედ ამ ეპიზოდმა გადაწყვიტა მატჩის შედეგი. ამ დროს კართან ძალიან ახლოს ვიყავი და გოლი მაშინვე გავაპროტესტე.

ამის შემდეგ ცოტა ხანში ჩვენმა მეკარემ პენალტი მოიგერია და ამან დადებითი იმპულსი მოგვცა. „ზალცბურგი“ ძლიერი გუნდია და სასიამოვნოა, რომ მათთან კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ.

ეს იყო შესანიშნავი მოსამზადებელი შეკრება, ძლიერ მეტოქეებს ვეთამაშეთ. ვცდილობთ, რომ სეზონის განახლებას კიდევ უფრო უკეთეს ფორმაში შევხვდეთ.

„ზალცბურგთან“ მატჩიდან სასასრგებლო დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ ორგანიზებულად ვითამაშეთ, მთლიანობაში სასარგებლო საკონტროლო მატჩი იყო. იმედია, უახლოეს თამაშებში ამ გამოცდილებას გამოვიყენებთ“, – ამბობს გურამ კაშია.

ვლადიმირ ვაისის გუნდისთვის „ზალცბურგთან“ თამაში სეზონის საგაზაფხულო ეტაპის დაწყებამდე ბოლო საკონტროლო მატჩი იყო – „სლოვანი“ 4 თებერვალს სლოვაკეთის თასის 1/8 ფინალში „ბანსკა ბისტრიცას“ შეხვდება.