გურამ კაშია ყველაზე აქტიურ ცენტრალურ მცველად დასახელდა
გურამ კაშია ყველაზე აქტიურ ცენტრალურ მცველად დასახელდა

ამერიკული „მეიჯორ ლიგ სოკერის“ (MLS) ოფიციალურმა საიტმა 2019 წლის სეზონის დაწყებიდან დღემდე ყველაზე აქტიური ცენტრალური მცველები დაასახელა და პირველ ადგილზე საქართველოს ნაკრების წევრი გურამ კაშია აღმოჩნდა.

ვებ-გვერდმა მხედველობაში მიიღო მინიმუმ 2000 წუთის განმავლობაში ნაჩვენები შედეგები და გაითვალისწინა შეტევის მოგერიებების, ბურთის ჩაჭრის, ტექნიკური ვარდნებისა და ბლოკირებების საშუალო რაოდენობა 90 წუთის განმავლობაში.

კაშიამ ამ მაჩვენებლების შეკრებით 5.29 ქულა დააგროვა და 0.11 ქულით გაუსწრო  მეორეადგილოსან ფრანსისკო კალვოს. აღსანიშნავია, რომ მესამეზე კაშიას თანაგუნდელი ფლორიან იუნგვირთი გავიდა (5.16).