გურამ კაშია სლოვაკეთის ჩემპიონატის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია სლოვაკეთის ჩემპიონატის სეზონის სიმბოლურ გუნდში დაასახელეს, – ინფორმაციას სლოვაკეთის ლიგის კლუბების ასოციაცია ავრცელებს.
2022/23 წლების სეზონის დაჯილდოებაზე ჩემპიონატის საუკეთესოები დაასახელეს და სიმბოლური ნაკრები შეადგინეს, რომელშიც ბრატისლავის „სლოვანის“ ექვსი მოთამაშე მოხვდა.
ეს ლოგიკური იყო, რადგან „სლოვანმა“ ზედიზედ მეხუთედ მოიგო ჩემპიონის ტიტული. ქართველებიდან სიმბოლურ გუნდში გურამ კაშია მოხვდა – „სლოვანის“ ქართველმა მცველმა 18 ხმა მიიღო, რაც მცველებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა.
ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ კაშიას, გიორგი ჩაკვეტაძისა და ჯაბა კანკავას თანაგუნდელი ვლადიმირ ვაისი-უმცროსი დაასახელეს, ხოლო საუკეთესო მწვრთნელად საქართველოს ნაკრების ყოფილი დამრიგებელი ვლადიმირ ვაისი.