გურამ კაშია - რთული მატჩები გვაქვს, მაგრამ ვთვლი, რომ წინააღმდეგობის გაწევა შეგვიძლია #1TVSPORT
გურამ კაშია - რთული მატჩები გვაქვს, მაგრამ ვთვლი, რომ წინააღმდეგობის გაწევა შეგვიძლია #1TVSPORT

გურამ კაშია თბილისშია და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად ნოემბრის მატჩებისთვის ემზადება. „ჯვაროსნების“ კაპიტანმა მოახლოებულ მატჩებზე და გუნდის მზადებაზე ისაუბრა:

„ეროვნულ ნაკრებში ჩამოსვლა ყოველთვის სასიამოვნოა. მიუხედავად მოკლე დროისა, ვეცდებით, მაქსიმალურად მოვემზადოთ ამ ორი რთული თამაშისთვის. განწყობისთვის გვჭირდება, რომ ეს მატჩები ძალიან კარგად ჩავატაროთ. რთული იქნება, თუმცა ვთვლი, რომ წინააღმდეგობის გაწევა შეგვიძლია. იმედი მაქვს, ეს შეკრება კარგად ჩაივლის“, – ამბობს საქართველოს ნაკრების კაპიტანი.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩებს საქართველოს ნაკრები 16 ნოემბერს თბილისში შოტლანდიის წინააღმდეგ (21:00) და 19 ნოემბერს ვალიადოლიდში ესპანეთის (23:45) წინააღმდეგ გამართავს.

ორივე შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.