გურამ კაშია - მატჩისას ზლატანის გინებას ყურადღებას არც ვაქცევდით #1TVSPORT
გურამ კაშია - მატჩისას ზლატანის გინებას ყურადღებას არც ვაქცევდით #1TVSPORT

შვედეთთან მოახლოებული შეხვედრა, ზლატან იბრაჰიმოვიჩის უზრდელობა და ბათუმში გულშემატკივრების დასწრება – ეს ის თემები იყო, რომელზეც საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ ისაუბრა.

„ჯვაროსნების“ გამოცდილ კაპიტანს კიდევ ერთხელ მოუხდა სექტემბრის მატჩებში საქართველოს ნაკრების ცუდი თამაშების მიზეზის ახსნა.

– ეს მხოლოდ განწყობის შედეგი არ იყო. ნაკრებში ყოველთვის კარგი განწყობაა და მომხდარს ამას ვერ დავაბრალებთ. მეორეც – ფეხბურთელები ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებით. სათქმელია, რომ მარტის შემდეგ შემადგენლობაში ცვლილებები იყო. თუმცა, მომხდარზე ფეხბურთელებმაც უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა.

– გვაყენებდა თუ არა პირველ მატჩისას იბრაჰიმოვიჩი შეურაცხყოფას? მოედანზე ასეთებიც ხდება. ამას არც მე და, ალბათ, ჩემი გუნდელები დიდ ყურადღებას არ ვაქცევთ. ჩვენზე გავლენას ნამდვილად არ ახდენს და ვერ მოახდენს.

– ბოლო პერიოდში საქართველოს ნაკრების გულშემატკივრები მხოლოდ ესპანეთთან შეხვედრას დაესწრნენ. ამიტომაც, ხვალ მათი სტადიონზე ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და იმედი მაქვს, რომ ბათუმში ქულებს მოვიპოვებთ.

საქართველოს ნაკრები 11 ნოემბერს, ბათუმში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო შეხვედრას ჩაატარებს – ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვედეთს უმასპინძლებს, ხოლო 15 ნოემბერს, გორში საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში უზბეკეთს მიიღებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ორივე შეხვედრის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო (FM 102,3).