გურამ კაშია - იმედია, უკრაინელ ხალხს მცირედით მაინც დავეხმარებით #1TVSPORT
გურამ კაშია, რომელიც ჯაბა კანკავას წასვლის შემდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანი გახდა, უკრაინის მხარდასაჭერ აქციაში აქტიურადაა ჩართული.
„ჯვაროსნებისა“ და ბრატისლავას „სლოვანის“ გამოცდილი მცველი ჯერ „დინამოს თბილისის“ ინიციატივას შეუერთდა, ახლა კი ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნის ერთ-ერთი ინიციატორი იყო.
„ფეხბურთელები უკრაინის მოვლენებს ძალიან განვიცდით. გვინდა, რომ მხარდაჭერა გამოვუცხადოთ უკრაინელ ხალხს. იმედია, რომ ომი მალე დასრულდება და მოსახლეობაც დაუბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს, რაც რთული იქნება. იმით რასაც ჩვენ და ფედერაცია ვაკეთებთ, იმედი გვაქვს, რომ მცირედით მაინც შევძლებთ უკრაინელი ხალხის დახმარებას“, – ამბობს გურამ კაშია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ინიციატივით, უკრაინაში მოსახლეობისთვის განკუთვნილი დახმარება პირველადი სამედიცინო მოხმარების საგნები, სამედიცინო ინვენტარი და მედიკამენტები, ასევე სხვადასხვა პროდუქტი გაიგზავნება.