გურამ კაშია - გვსურს, წელი გამარჯვებით დავასრულოთ #1TVSPORT
გურამ კაშია - გვსურს, წელი გამარჯვებით დავასრულოთ #1TVSPORT

გურამ კაშიამ მაროკოს ნაკრებთან გასამართ ამხანაგურ მატჩზე ისაუბრა – საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი და ბრატისლავას „სლოვანის“ მცველი იმედოვნებს, რომ „ჯვაროსნების“ წლის ბოლო შეხვედრაც გამარჯვებით დასრულდება.

„ნაყოფიერი წელი გვქონდა, რადგან დასახულ მიზანს მივაღწიეთ, გულშემატკივარი კმაყოფილია. მიხარია, რომ ასეთი გარემო არის ქვეყანაში და ასეთი შედეგები გვაქვს. ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი პროგრესირებს, რაც ძალიან მისასალმებელია. საინტერესო ამხანაგური შეხვედრა გველის, რომელშიც ბევრ ფეხბურთელს მიეცემა თავის გამოჩენის საშუალება. გვსურს, წელი გამარჯვებით დავასრულოთ, თუმცა რთული თამაში იქნება. განსხვავებული კლიმატია, ბევრი ახალწვეული გვყავს და უფრო მეტად უნდა მოვინდომოთ, რომ წელი კარგად დავასრულოთ“, – განაცხადა „ჯვაროსნების“ კაპიტანმა.

მაროკოსა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა ამხანაგური თამაში შარჯას სტადიონზე 17 ნოემბერს, 20:00 საათზე დაიწყება. ეროვნული გუნდის წლის ბოლო მატჩის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.