გურამ კაშია - გასვლით თამაშებზე ასეთი მხარდაჭერა ფეხბურთელების უდიდესი ოცნება იყო, უცხო ქვეყანაში თავს ისე ვგრძნობთ, როგორც სახლში #1TVSPORT
გურამ კაშია - გასვლით თამაშებზე ასეთი მხარდაჭერა ფეხბურთელების უდიდესი ოცნება იყო, უცხო ქვეყანაში თავს ისე ვგრძნობთ, როგორც სახლში #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიულ წარმატებას მიაღწია. ჩვენმა გუნდმა ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში პორტუგალია 2:0 დაამარცხა და ტურნირის მერვედფინალში გავიდა.

მატჩის შემდეგ საქართველოს პირველ არხთან კომენტარი გუნდის კაპიტანმა, გურამ კაშიამ გაიტანა.

„ეს უდიდესი წარმატებაა, ისტორია დავწერეთ და შეუძლებელი შევძელით. მიხარია, რომ ამ თამაშის მონაწილე ვიყავი. ემოციებით დაცლილია მთელი საქართველო. ძალიან მიხარია ასეთი საქართველოს ხილვა.

სასწაული მხარდაჭერაა,  გასვლით თამაშებზე ასეთი მხარდაჭერა ფეხბურთელების უდიდესი ოცნება იყო, უცხო ქვეყანაში თავს ისე ვგრძნობთ, როგორც სახლში. ჩვენ ეს გარემო ძალიან გვეხმარება წარმატების მიღწევაში , მადლობა გულშემატკივრებს“, – განაცხადა კაშიამ.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთს 30 ივნისს შეხვდება.