საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი და საფეხბურთო კლუბ „სან ხოსეს“ მცველი – გურამ კაშია სოციალური კამპანიის „ძლიერები არ ძალადობენ“ კეთილი ნების ელჩი გახდა.
კაშიამ სოციალური კამპანიის ფეისბუქ გვერდზე ახალგაზრდებს მიმართა.
„ვუერთდები კამპანიას ძლიერები არ ძალადობენ. ჩემო უმცროსო მეგობარო, იყავი ძლიერი, იყავი ტოლერანტული. არასოდეს დაცინო, არასოდეს დაჩაგრო. არასოდეს მიუთითო მის ნაკლზე. ერთი წუთით შეჩერდი და დაფიქრდი, თუ რას იგრძნობდი შენ მათ ადგილზე. ერთად შევაჩეროთ ბულინგი.“ – ამბობს კაშია.
შეგახსენებთ, რომ გურამ კაშია ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც UEFA-ს სპეციალური პრიზის „თანასწორი თამაშის“ (#Equalgameaward) მფლობელი გახდა. აღნიშნული ჯილდო ქართველ ფეხბურთელს 2018 წლის 30 აგვისტოს გადასცეს.