გურამ კაშია - დიდი მადლობა გულშემატკივარს, ფეხბურთელისთვის სავსე ტრიბუნებზე სასიამოვნო არაფერია #1TVSPORT
გურამ კაშიამ და გიორგი მიქაუტაძემ გიბრალტარის ნაკრებთან მოგებულ (4:0) მატჩში თითო გოლი გაიტანეს. საქართველოს ნაკრების კაპიტანი სწრაფად უახლოვდება „ასიანთა“ კლუბს. მან ეროვნულ გუნდში უკვე 94 მატჩი ჩაატარა.
„ძალიან მიხარია, რომ გულშემატკივარი დაბრუნდა თბილისში. სავსე ტრიბუნები იყო და ამაზე სასიამოვნო ფეხბურთელისთვის არაფერია. მით უმეტეს, როცა თამაშს ასე კარგად და ლამაზად მოიგებ. რა თქმა უნდა, მიხარია, რომ გუნდს გამარჯვებაში ჩემი გოლით დავეხმარე. ამიტომ გულშემატკივარს დიდი მადლობა“, – ამბობს გურამ კაშია.
საფრანგეთში გაზრდილმა გიორგი მიქუტაძემ საქართველოს ნაკრებში მეორე გოლი მერვე მატჩში გაიტანა:
„ძალიან კარგი თამაში იყო, ბურთი ჩვენ გვქონდა, კარგად ვითამაშეთ და გოლი არ გავუშვით. თან მეც გავიტანე და ეს ძალიან მიხარია“.