გურამ კაშია - დამსახურებულად მოვიგეთ, რადგან მეტი მომენტი შევქმენით #1TVSPORT
გურამ კაშიას აზრით, საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე ჩრდილოეთ მაკედონიას (2:0) დამსახურებულად მოუგო. ამის შესახებ „ჯვაროსნების“ კაპიტანმა ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
„უპირველესად, ყველას ვულოცავ ამ გამარჯვებას. საქართველოს ნაკრებმა დამსახურებულად მოვიგეთ, რადგან უფრო მეტი მომენტი ჩვენ შევქმენით. ინიციატივა მათ მივეცით, მაგრამ ძალიან ბევრი მომენტი ვერ შეგვიქმნეს. ამიტომ მიმაჩნია, რომ 2:0 ლოგიკური შედეგი იყო“, – განაცხადა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა.
გურამ კაშია წლები იყო ნაკრების ვიცე-კაპიტანი, მაგრამ მიმდინარე ციკლის დაწყებამდე ჯაბა კანკავამ სანაკრებო კარიერის დასრულება გამოაცხადა და კაპიტნის სამკლაური გამოცდილმა მცველმა ჩაიბარა.
საქართველოს ნაკრები პრინციპულ მეტოქესთან ამ გამარჯვებით C4 ჯგუფის გამარჯვებული გახდა და ერთა ლიგის B დივიზიონში დაწინაურდა.