გურამ კაშია - ჩემი აზრით, ახალგაზრდები შოტლანდიასთან მატჩის დროს სტადიონის ატმოსფეროთი არ დაითრგუნებიან #1TVSPORT
გურამ კაშია - ჩემი აზრით, ახალგაზრდები შოტლანდიასთან მატჩის დროს სტადიონის ატმოსფეროთი არ დაითრგუნებიან #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრები 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრას 20 ივნისს გლაზგოში შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავს.

ჯგუფის ლიდერთან მატჩამდე ერთი დღით ადრე გუნდმა „ჰემპდენ პარკზე“ ივარჯიშა, პროცესში 25 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ სტადიონის ატმოსფერო გუნდზე არ იმოქმედებს.

„ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს, მაგრამ ხანდახან მგონია, რომ ჩემზე მეტი გამოცდილება აქვთ. ამიტომ არ ვფიქრობ, ფეხბურთელები შოტლანდიასთან მატჩში სტადიონის ატმოსფერომ დათრგუნოს. ფიზიკურად კარგად ვგრძნობთ თავს და წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა.

შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო (102,3).