გურამ კაშია არნემის „ვიტესს“ პირველ დეკემბერს დაემშვიდობება. კლუბის გადაწყვეტილებით არნემში სპეციალური ღონისძება გაიმართება, რომელსაც ქართველი ფეხბურთელი დაესწრება.
„ვიტესის“ ოფიციალური გვერდის ცნობით გურამ კაშიასთან ერთად ყველა იმ მნიშვნელოვან მომენტს გაიხსენებენ, რომელიც ქართველი ფეხბურთელის ჰოლანდიურ კლუბში გატარებულ წლებს უკავშირდება.
გურამ კაშია ჰოლანდიურ კლუბში 2010 წლიდან თამაშობდა და გუნდმა არსებობის ისტორიაში პირველი ტიტული, ჰოლანდიის თასი, სწორედ მისი კაპიტნობით მოიგო.
კაშიამ კლუბის შემადგენლობაში 293-ჯერ ითამაშა. ქართველმა მცველმა 25 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა გააკეთა. 2018 წლის ივნისიდან კაშიამ საფეხბურთო კარიერა სან ხოსე „ერსქვეიქსში“ გააგრძელა