გურამ გიორბელიძემ ავსტრიულ „ვოლფსბერგერში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა, – ამის შესახებ ფეხბურთელმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.
„სულ რამდენიმე წუთია, რაც სამედიცინო შემოწმება გავიარე და შენობა დავტოვე. დაველოდებით პასუხს და ამის შემდეგ გუნდის წევრი ოფიციალურად გავხდები,“ – ამბობს გურამ გიორბელიძე.
24 წლის მცველი გორის „დილაში“ თამაშობდა, სადაც ავსტრიული გუნდის წარმომადგენლებმა შენიშნეს და მიუხედავად იმისა, რომ გიორბელიძემ გადაფრენა ვერ მოახერხა, კონტრაქტი დისტანციურად გაუფორმეს. ქართველი ფეხბურეთელი ავსტრიაში ნიდერლანდების გავლით გაემგზავრა, ამსტერდამიდან ავსტრიაში კი მატარებლით ჩავიდა.
გურამ გიორბელიძეს გუნდი მედიასთან სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში წარადგენს. ავსტრიის ბუნდესლიგის დასრულებულ სეზონში „ვოლფსბერგერი“ მესამე ადგილზე გავიდა და ევროპის ლიგის ახალი გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.