გუნდური პირველი ადგილი - საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრებმა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა #1TVSPORT
საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრებმა 2022 წლის სეზონი სამივე სინჯის მედლით და გუნდური პირველი ადგილით გახსნა.
თურქეთის ქალაქ სარიგემეში, მსოფლიო სერიის პირველ ეტაპზე ჯემალ კილაძის გუნდმა თითო ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო მოიპოვა.
ჩემპიონი 80 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ნიკა კენჭაძე გახდა. მეორე საპრიზო ადგილი ლევან ქელეხსაშვილმა (70 კგ) დაიკავა, მესამე – მამუკა კორძაიამ (+90 კგ).
მსოფლიო სერიის მეორე ეტაპს ესპანეთის ქალაქი სანხენხო უმასპინძლებს, 18-19 ივნისს. მესამე ეტაპს – ნიცა, 1-2 ივლისს, ხოლო მეოთხე ეტაპს – საბერძნეთის ქალაქი კატერინი, 9-10 ივლისს.
ფინალური შეჯიბრება 2021 წლის მსგავსად, წლეულსაც შავი ზღვის სანაპიროზე გაიმართება, რუმინეთის ქალაქ კონსტანტაში, 3-4 სექტემბერს.