გუნდს ხარაიშვილი და ნავალოვსკი დაემატნენ - საქართველოს ნაკრები 22 ფეხბურთელით ემზადება
გუნდს ხარაიშვილი და ნავალოვსკი დაემატნენ - საქართველოს ნაკრები 22 ფეხბურთელით ემზადება

გიორგი ხარაიშვილი და გიორგი ნავალოვსკი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეუერთდნენ, რომელიც ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება.

შვედური „გეტებორგის“ ლეგიონერმა ხარაიშვილმა ნაკრებთან ერთად საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ ბაზაზე სრული დატვირთვით ივარჯიშა. ბათუმის „დინამოს“ მცველი ნავალოვსკი უკვე „ჯვაროსნებთანაა“, თუმცა ჯერ არ უვარჯიშია. საბა კვირკველია კი კვლავ ინდივიდუალური პროგრამით ემზადება.

„ჩემთვის ნაკრებში გამოძახება დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. გუნდი მომავალი თამაშებისთვის კარგად ემზადება, თუმცა ჯერ სრული შემადგენლობით არ შევკრებილვართ. პირველი თამაშისთვის მოსამზადებლად ბევრი დრო არ დაგვრჩა, მაგრამ ჩემი აზრით, მოახლოებული შეხვედრების სრულ მზადყოფნაში შეხვედრას შევძლებთ“, – ამბობს გიორგი ხარაიშვილი.

ვლადიმირ ვაისის მიერ უახლოესი ორი მატჩისთვის გამოძახებული კიდევ ოთხი ფეხბურთელი – გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი) და ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია) ნაკრებს დღეს შეუერთდება.