გულშემატკივრებმა ყინულზე 34 ათასი რბილი სათამაშო გადმოყარეს (ვიდეო)
ამერიკის რანგით მეორე ჰოკეის ლიგის (AHL) მატჩში „ჰერშისა“ და „ბინრემტონს“ შორის გულშემატკივრებმა ყინულზე 34 798 რბილი სათამაშო გადაყარეს, იტყობინება ი-ეს-პი-ენი (ESPN).
აქციას ეწოდება Teddy Bear Toss და ის, ბოლო 25 წლის განმავლობაში, ყოველწლიურად იმართება. ყველა რბილი სათამაშო გადაეცემა ადგილობრივ საქველმოქმედო ორგანიზაციებს და საბავშვო სახლებს.