გულშემატკივრებმა კრიშტიანო რონალდო საუდის არაბეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს #1TVSPORT

06:51, 19.07.2025

პორტუგალიელი ფორვარდი კრიშტიანო რონალდო საუდის არაბეთის ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

გულშემატკივრებმა გამოკითხვის შედეგად 2024-25 წლების სეზონის შედეგების მიხედვით პირველ ადგილზე „ალ-ნასრის“ ლიდერი დააყენეს.

გასულ სეზონში კრიშტიანო რონალდომ 15-ჯერ მიიღო მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი.

გარდა ამისა, ფანებმა საუკეთესოდ აღიარეს კრიშტიანოს გოლი, რომელიც მან „ალ-რიადის“ კარში გაიტანა.

მსგავსი