გულშემატკივრებმა ბოლო 25 წელიწადში „იუვენტუსის“ საუკეთესო მოთამაშე გამოავლენს
გულშემატკივრებმა ბოლო 25 წელიწადში „იუვენტუსის“ საუკეთესო მოთამაშე გამოავლენს

იტალიურმა გამოცემა „ტოტოსპორტმა“ (Tuttosport) მკითხველებს შორის ჩაატარა გამოკითხვა, რომლის მიზანი ბოლო 25 წელიწადში „იუვენტუსის“ საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენა იყო.

ამ პერიოდში ტურინული კლუბის 16 გამორჩეული ფეხბურთელი პლეი ოფის სისტემით, რვა წყვილად დაყვეს. როგორც მოსალოდნელი იყო, გამარჯვებული ფორვარდი ალესანდრო დელ პიერო გახდა, რომელმაც ფინალში პაველ ნედვედის წინააღმდეგ ხმების 93 პროცენტი მიიღო.

ნახევარფინალამდე მიაღწია „ინტერისა“ და „მილანის“ ყოფილმა ნახევარმცველმა ანდრეა პირლომ, რომელიც „იუვენტუსში“ 2011-15 წლებში თამაშობდა. მეოთხედფინალში მან კრიშტიანო რონალდოს დამარცხება შეძლო.

პირველი რაუნდში გამოეთიშნენ იმპროვიზებულ ტურნირს ზინედინ ზიდანი, ედგარ დავიდსი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და კარლოს ტევესი.

დელ პიერო „იუვენტუსში“ 1993-2011 წლებში თამაშობდა. მან 706 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, 290 გოლი გაიტანა და 81 შედეგიანი პასი შეასრულა.