გულშემატკივრებმა 21-ე საუკუნის საუკეთესო ქართულ გუნდად გეგუჩაძის „ზესტაფონი“ აღიარეს
ბოლო 2 კვირის განმავლობაში ეროვნული ლიგის არაოფიციალურმა ვებგვერდმა ჩაატარა გამოკითხვა, რომლის მიზანიც 21-ე საუკუნის საუკეთესო ქართული გუნდის გამოვლენა იყო.
გამოკითხვის მონაწილეებს საუკეთესო გუნდი 2000-2020 წლებში ეროვნულ და ევროპულ არენაზე გამოსულ საუკეთესო ქართულ კოლექტივებში უნდა დაესახელებინათ.
გამოკითხვის პროცედურა ოლიმპიური სისტემის მიმსგავსებული ტურნირის ფორმატში წარიმართა. ფინალში საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“ და ქუთაისის „ტორპედო“ გავიდნენ. საბოლოოდ, XXI საუკუნის საუკეთესო ქართულ გუნდად 2011 წლის ფორმაციის „ზესტაფონი” აღიარეს, რომელსაც გია გეგუჩაძე ავარჯიშებდა.