ესპანურ გაზეთ ‘მარკას’ ცნობით ევროპა ლიგის ფინალის დროს ტრიბუნებზე მომხდარი ინციდენტის თაობაზე უეფამ გამოძიება უკვე დაიწყო. საუბარია მადრიდის „ატლეტიკოს“ ფანების მიერ რასისტული შინაარსის ბანერის გამოფენაზე და ასევე მათ მიერ პიროტექნიკის გამოყენებაზე.
კონკრეტულად რა სახის რასისტული ბანერი იქნა გამოფენილი ატლეტიკოს გულშემატკივრების მიერ, გაზეთი არ აკონკრეტებს.
გამოძიება „მარსელის“ ფანების ქმედებებზეც მიმდინარეობს, კერძოდ კი მათ მიერ პიროტექნიკის გამოყენებასა და ნივთების სროლასთან დაკავშირებით.