გულშემატკივრების არჩევანი - კვარაცხელია „ნაპოლიში“ აგვისტოს თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა #1TVSPORT
გულშემატკივრების არჩევანი - კვარაცხელია „ნაპოლიში“ აგვისტოს თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა #1TVSPORT

გულშემატკივრებს შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, „ნაპოლის“ ფანებმა გასული თვის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია აღიარეს, – ინფორმაციას ნეაპოლური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

აგვისტოში კვარაცხელიამ თავი განსაკუთრებით „ბოლონიას“ წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში გამოიჩინა, რომელიც ნეაპოლელებმა 3:0 მოიგეს. ამ შეხვედრაში ქართველმა თავდამსხმელმა „ბოლონიას“ გოლიც გაუტანა და საგოლე გადაცემაც შეასრულა.

იტალიის ჩემპიონატში „ნაპოლი“ უხლოეს მატჩს კვირას, 15 სექტემბერს „კალიარისთან“ გამართავს.