გულშემატკივარმა საქართველოს ნაკრების ავტობუსი აეროპორტიდან მადლობის შეძახილით გააცილა #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები გერმანიიდან თბილისში 9:15 საათზე ჩამოფრინდა. აეროპორტში მას უამრავი გულშემატკივარი დახვდა, რომელმაც დროშების ფრიალითა და მადლობის შეძახილით გუნდი აეროპორტის ტერიტორიიდან გააცილა.
„ჯვაროსნები“ ქომაგებს დღეს საღამოს შეხვდებიან.
„2 ივლისს, 22:00 საათზე ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე. ერთად შევხვდეთ და ერთად ვუთხრათ მადლობა ჩვენს საფეხბურთო ნაკრებს. ერთად შევასრულოთ საქართველოს ჰიმნი და ერთად აღვნიშნოთ ქართული საფეხბურთო სასწაული. 21:30 საათზე საფეხბურთო ნაკრები მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით მსვლელობას დაიწყებს თავისუფლების მოედნისკენ. 22:00 საათზე თავისუფლების მოედანზე – საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ინფორმაციაში.