გულიაშვილმა ისევ დუბლი შეასრულა - „სარაევო“ „შიროკი ბრიეგს“ დაუზავდა #1TVSPORT
გიორგი გულიაშვილმა ბოსნია-ჰერცეგოვინის ჩემპიონატში დუბლი მეორედ შეასრულა, „სარაევომ“ კი „შიროკი ბრიეგთან“ გასვლით მატჩში ფრედ ითამაშა – 3:3.
23 წლის გულიაშვილი „სარაევოს“ სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. პირველი გოლი ქართველის გუნდმა გაუშვა – პენალტით ანგარიში სტანიჩმა გახსნა.
გულიაშვილმა, რომელიც საუკეთესო სეზონს ატარებს, 44-ე წუთზე პენალტით ანგარიში გაათანაბრა, ხოლო შესვენების შემდეგ დუბლი შეასრულა და „სარაევო“ წინ გაიყვანა, მაგრამ საბოლოოდ, ქართველის გუნდმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და მხოლოდ ქულას დასჯერდა.
„სარაევომ“ რვა ტურის შემდეგ 17 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზეა. გულიაშვილმა ბოსნიის ჩემპიონატში 8 თამაში ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა შორის პირველ ადგილზეა.