გულიაშვილმა გოლითა და საგოლე პასით „ველეზი“ გაალიდერა - ბელგიაში მოისწრაფიშვილის დებიუტი არ შედგა #1TVSPORT
ბელგიაში გადასული გიორგი მოისწრაფიშვილი პირველად გამოჩნდა „ბევერენის“ განაცხადში, მაგრამ ქართველ ნახევარმცველს სადებიუტო თამაშის ჩატარების საშუალება არ მიეცა. „ბევერენმა“ ჩელენჯერ პრო ლიგის მე-5 ტურის შეხვედრა „ბეერსხოტთან“ 0:0 დაასრულა და 5 ქულით მე-11 ადგილზეა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კიდევ ერთმა ყოფილმა წევრმა, გიორგი გულიაშვილმა მიმდინარე სეზონში „ველეზ მოსტარში“ საუკეთესო მატჩი ჩაატარა და ბოსნიის ჩემპიონატში თავი გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
„ველეზმა“ 4:2 მოიგო და 6 ტურის შემდეგ მოპოვებული 11 ქულით ბოსნია ჰერცოგოვინას პრემიერ ლიგაში გალიდერდა.