გულიაშვილმა ბოსნიაში გაიტანა, აზაროვი კიევის „დინამოსთან“ დაშავდა [ვიდეო] #1TVSPORT
სლოვაკეთის ჩემპიონატში ბრატისლავის „სლოვანი“ „ბანსკა ბისტრიცას“ ესტუმრა და 4:1 დაამარცხა. „სლოვანში“ გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ჯაბა კანკავა განაცხადში არ იყო. 13 ტურის შემდეგ „სლოვანი“ (32) პირველ ადგილზეა და „ჟილინას“ შვიდი ქულით ასწრებს.
დონეცკის „შახტარმა“ უკრაინის პრემიერლიგაში ყველაზე პრინციპული მეტოქე, კიევის „დინამოს“ 1:0 დაამარცხა. სამწუხაროდ, 36-ე წუთზე ირაკლი აზაროვმა ტრავმა მიიღო და ჯერ უცნობია, საქართველოს ნაკრებს ნოემბრის მატჩებში დაეხმარება თუ ვერა. გიორგი გოჩოლეიშვილი მოედანზე 76-ე წუთზე შევიდა. 12 ტურის შემდეგ „შახტარი“ 24 ქულით მესამე ადგილზეა.
ბოსნიის პრემიერლიგაში გიორგი გულიაშვილის „ველეჟმა“ გასვლაზე „გაბელა“ 4:0 დაამარცხა. მასპინძლებს მეორე გოლი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა გაუტანა.
გიორგი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო, 77 წუთი ითამაშა და თავის გუნდში აქტიურობით გამოირჩეოდა – ერთ ეპიზოდში ბურთი ძელს მოარტყა. გულიაშვილმა მიმდინარე სეზონში მეორე გოლი გაიტანა, მის ანგარიშზე ამდენივე საგოლე გადაცემაა.