გულიაშვილმა ბოსნიაში დუბლი შეასრულა - „ველეჟმა“ „ზრინსკი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი გულიაშვილმა ბოსნია-ჰერცეგოვინის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა და მოსტარის „ველეჟს“ ერთ-ერთ ლიდერ „ზრინსკისთან“ გამარჯვებაში დაეხმარა – 3:0.
„ველეჟმა“ პრემიერლიგის მე-14 ტურში „ზრინსკი“ საკუთარ მოედანზე მიიღო და პირველი ტაიმი 1:0 მოიგო. ქართველის გუნდი 42-ე წუთზე ნერმინ ჰასკიჩის გოლით დაწინაურდა.
ერთ-ერთ ლიდერთან გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ითამაშა. გულიაშვილმა „ზრინსკის“ 53-ე და 79-ე წუთებზე გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:0.
14 ტურის შემდეგ „ველეჟი“ 25 ქულით მეოთხე ადგილზე დაწინაურდა და მესამეადგილოსან „ზრინსკისთან“ (26) სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. გულიაშვილმა კი მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 11 შეხვედრაში ოთხი გოლი გაიტანა.