გულიაშვილმა ბოსნიაში დუბლი შეასრულა და ბომბარდირთა შორის პირველ ადგილზეა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი გულიაშვილმა ბოსნია-ჰერცეგოვინის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა და „სარაევოს“ მიერ სტუმრად „სლოგა დობოის“ (3:1) დამარცხებაში დიდი როლი ითამაშა.
მეორე ტურის შეხვედრა „სარაევომ“ დამაჯერებლად ჩაატარა და პირველივე ნახევარში დიდი უპირატესობა მოიპოვა. ქართველის გუნდმა ანგარიში მე-17 წუთზე სოლდოს დარტყმით გახსნა.
ამის შემდეგ ქართველმა თავდამსხმელმა გაიბრწყინა – 31-ე წუთზე გულიაშვილი მეკარესთან პირისპირ დარჩა და სხვაობა გაზარდა, ორ წუთში კი დუბლი შეასრულა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა საწყის ორ ტურში უკვე სამი გოლი გაიტანა და ბოსნია-ჰერცეგოვინის ჩემპიონატის ბომბარდირთა შორის პირველ ადგილზეა.