გუგეშაშვილმა ესპანეთი დატოვა და „დილაში“ ბრუნდება
გუგეშაშვილმა ესპანეთი დატოვა და „დილაში“ ბრუნდება
ლუკა გუგეშაშვილი გორის „დილას“ დაუბრუნდა – ინფორმაციას გერმანული სამენეჯერო ინტერნეტ-სააგენტო „ტრანსფერმარკტი“ ავრცელებს.
 
სააგენტოს ცნობით, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელმა ესპანურ „გრანადასთან” (სადაც მეორე გუნდში თამაშობდა) კონტრაქტი გაწყვიტა და გორში ითამაშებს. თუმცა, როგორც ჩანს, მისი კონტრაქტი ჯერ კიდევ პოლონეთის უმაღლესი ლიგის გუნდს, ბიელოშტოკის „იაგელონიას” ეკუთვნის.
ამის შესახებ ინფორმაცია „გრანადას” ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
„გრანადა” და ბიელეშტოკის „იაგელონია” შეთანხმდნენ, შესაბამისად, ლუკა გუგეშაშვილის საიჯარო კონტრაქტი შეწყდა. კლუბი მადლობას უხდის გუგეშაშვილს პროფესიონალიზმისა და ერთგულებისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ” – წერია კლუბის განცხადებაში.
ლუკა გუგეშაშვილი გორის „დილაში” 2018 წლიდან თამაშობდა და გუნდი 2019 წლის ზაფხულში დატოვა.
დატოვე კომენტარი