გუგეშაშვილი „ყარაბაღთან“ ერთად აზერბაიჯანის ჩემპიონია #1TVSPORT
გუგეშაშვილი „ყარაბაღთან“ ერთად აზერბაიჯანის ჩემპიონია #1TVSPORT

ლუკა გუგეშაშვილი აგდამის „ყარაბაღთან“ ერთად აზერბაიჯანის ჩემპიონი გახდა. ეს ჩემპიონატის დასრულებამდე დიდი ხნით ადრე მოხდა.

აზერბაიჯანის პრემიერლიგის 28-ე ტურში „ყარაბაღი“ განჯაში „კიაფაზს“ ესტუმრა და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა – აგდამელებმა პირველი ტაიმი მინიმალური ანგარიშით, 1:0 მოიგეს, მაგრამ მეორე ტაიმში მეტოქეს კიდევ ხუთი გოლი გაუტანეს და საბოლოოდ 6:1 გაიმარჯვეს.

„ყარაბაღმა“ 28 ტურის შემდეგ 69 ქულა დააგროვა და კონკურენტებისთვის მიუღწეველი გახდა. აგდამელები სეზონის დასრულებამდე 8 ტურით ადრე ბაქოს „ნეფთჩის“ (43) 25 ქულით ასწრებენ, ხოლო მესამეადგილოსან „საბაჰს“ (სადაც დავით ვოლკოვი თამაშობს) – 28 ქულით.

საქართველოს ნაკრების მეკარე ლუკა გუგეშაშვილი „კიაფაზთან“ სათადარიგოთა შორის იყო და არ უთამაშია, სულ კი მიმდინარე სეზონში 8 მატჩი ჩაატარა.