გუგეშაშვილი საბერძნეთში კვლავ საუკეთესოა - კაშიამ ამჯერადაც შეუცვლელად ითამაშა #1TVSPORT
გუგეშაშვილი საბერძნეთში კვლავ საუკეთესოა - კაშიამ ამჯერადაც შეუცვლელად ითამაშა #1TVSPORT

მორიგი შესანიშნავი თამაში ჩაატარა საბერძნეთის სუპერლიგაში საქართველოს ნაკრების მეკარემ, ლუკა გუგეშაშვილმა. „პანსერაიკოსი“ მე-8 ტურში „ვოლოსს“ ესტუმრა და ხეფტე ბეტანკორის (63) გოლით 1:0 დაამარცხა. მატჩის მონაწილეთა შორის საუკეთესო შეფასება (8,0) სამმა მოთამაშემ მიიღო, მათ შორის, ქართველმა მეკარემაც.

ჯვაროსნებში“ რთული თამაშების მიუხედავად, გურამ კაშიას არ დაუსვენია და ბრატისლავისსლოვანში“ „ტრნავასთან“ მოგებული მატჩიც შეუცვლელად ჩაატარა – ვლადიმირ ვაისის გუნდმა 1:0 მოიგო და ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია.

საბა მამაცაშვილის „სირიუსიოლსვენსკაში (შვედეთის ჩემპიონატი) „ჰალმშტადს“ გასვლაზე ეთამაშა და 1:3 დამარცხდა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და, წაგების მიუხედავად, საკმაოდ ნორმალური შეფასება 6,9 ქულა დაიმსახურა, 26-ე წუთზე ყვითელი ბარათი აჩვენეს და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.

შვედეთის ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურია დარჩენილი და „სირიუსმა“ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. დარჩენილი მატჩების მოგების შემთხვევაში კი გუნდს კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურის მოპოვების თეორიული შანსიც აქვს.