გუგა ფალავანდიშვილმა პოლონთში გაიტანა - ვფიქრობ, წინსვლის დრო დადგა
გუგა ფალავანდიშვილმა პოლონთში გაიტანა - ვფიქრობ, წინსვლის დრო დადგა

გუგა ფალავანდიშვილის “პოდბესკიძიემ” პოლონეთის პირველ ლიგაში პოზნანის “ვარტა” დამაჯერებლად 4:1 დაამარცხა. ამაში წვლილი 25 წლის ქართველმა ნახევარმცველმა შეიტანა – გუგა ფალავნადიშვილმა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, შეუცვლელად ითამაშა და მე-16 წუთზე ანგარიში პენალტით გახსნა.

ფალავნადიშვილმა გუნდის ოფიციალურ ვებ-გვერდთან კომენტარი გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ ეს გამარჯვება გუნდის შემდეგი წინსვლის საფუძველი გახდება.

“მჯერა, რომ ჩვენი ცუდი დროება დასრულდა და მომავალ შეხვედრებსაც ასევე აღმავლობით ჩავატარებთ. მიხარია, გუნდისთვის პირველი გოლი რომ გავიტანე. თუმცა ყველაზე სასიამოვნო ისაა, რომ გუნდს ვეხმარებოდი, ისევე როგორც ყველა. ეს ადვილი მატჩი არ იყო, რადგან ჩვენი ლიგა ძალიან მძიმე სათამაშოა. უკანასკნელ ადგილებზე მყოფი გუნდები ლიდერებს ძალიან მცირედით ჩამორჩებიან. ასე რომ, გამარჯვებულების პროგნოზირება თითქმის შეუძლებელია. ეს ჩვენი თამაშებს უფრო საინტერესოს ხდის” – ამბობს ფალავანდიშვილი.