Guardian-ის ასეულში კვარაცხელია მე-40 ადგილზეა - ფეხბურთელს განსაკუთრებული თვისებები უნდა ჰქონდეს, მარადონასთან შედარება რომ დაიმსახუროს #1TVSPORT
Guardian-მა ხვიჩა კვარაცხელია 2022 წელს მსოფლიოს საუკეთესო 100 მოთამაშეს შორის მე-40 ადგილზე დაასახელა. ჩამონათვალში კვარაცხელიას შემდეგ მოდიან ჯოშუა კიმიხი („ბაიერნი“), დავიდ ალაბა („რეალი“), ტეო ერნანდესი („მილანი“), ხვიჩას თანაგუნდელი ვიქტორ ოსიმენი, „ნაპოლის“ ყოფილი მცველი კალიდუ კულიბალი, ჩირო იმობილე, სანდრო ტონალი. აღსანშნავია, რომ კრიშტიანო რონალდო სიაში 51-ე ადგილზეა.
„ყაზანის „რუბინსა“ და ბათუმის „დინამოში“ წარმატებული თამაშის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ სულ რაღაც 10 მილიონ ევროდ გადავიდა. ეს ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტრანსფერად შეიძლება მივიჩნიოთ.
სწრაფი ფეხბურთელი თავისი შესანიშნავი თამაშით, შორეული დარტყმებით, გოლიებითა და საგოლე პასებით, დაეხმარა ლუჩიანო სპალეტის „ნაპოლის“, სერია A-ს ლიდერი და „სკუდეტოს“ მოპოვების მთავარი კანდიდტი გამხდარიყო.
მეტსახელი „კვარადონა“ თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს – ფეხბურთელს განსაკუთრებული თვისებები უნდა ჰქონდეს, დიეგო მარადონასთან შედარება რომ დაიმსახუროს“, – წერს ქართველის შესახებ The Guardian-ი.