გრიზმანს საფრანგეთის ნაკრებში ზიდანის სტილში დაბრუნების გეგმა აქვს #1TVSPORT
გრიზმანს საფრანგეთის ნაკრებში ზიდანის სტილში დაბრუნების გეგმა აქვს #1TVSPORT

„ატლეტიკოს“ ფორვარდს, ანტუან გრიზმანს საფრანგეთის ნაკრებში დაბრუნების გეგმა გააჩნია.

ამის შესახებ დაწერა ჟურნალისტმა რომენ მოლინამ, რომელსაც მიაჩნია, რომ გრიზმანს ჩაფიქრებული აქვს ეროვნულ გუნდში დაბრუნება ზინედინ ზიდანის სტილში, რომელიც ნაკრებიდან წასვლის შემდეგ წელიწად-ნახევარში დაბრუნდა და კაპიტანი გახდა მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატზე.

შეგახსენებთ, რომ ანტუან გრიზმანმა 30 სექტემბერს გამოაცხადა საერთაშორისო კარიერის დასრულების შესახებ.

როგორც მოლინა აღნიშნავს, თუ საფრანგეთის ნაკრებს საქმეები ცუდად წაუვა, ამან შეიძლება გრიზმანს გუნდში მხსნელის რანგში დაბრუნების სურვილი აღუძრას და მის გარშემო ახალი პროექტი შეიქმნას.

ასევე, აღნიშნავენ, რომ ფეხბურთელი ბოლო წლებში დაუფასებლად გრძნობდა თავს ეროვნულ გუნდში.