გრიზმანმა „ვალიადოლიდთან“ შეხვედრაში ტრავმა მიიღო
გრიზმანმა „ვალიადოლიდთან“ შეხვედრაში ტრავმა მიიღო

„ბარსელონას“ თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა ტრავმა მიიღო, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

იტყობინებიან, რომ ფეხბურთელმა მარჯვენა ფეხის ოთხთავა კუნთი დაიზიანა და ფრანგი გარკვეული პერიოდი თამაშს ვერ შეძლებს. გრიზმანის მოედანზე დაბრუნების ვადა ცნობილი მოგვიანებით გახდება.

თავდამსხმელს, სავარაუდოდ, სეზონის დარჩენილი ნაწილის გამოტოვება მოუწევს. 29 წლის ფრანგმა ტრავმა ესპანეთის ჩემპიონატის 36-ე ტურში „ვალიადოლიდის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში (0:1) მიიღო. მან მიმდინარე სეზონში „ბარსელონას“ შემადგენლობაში 46 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 15 გოლი და ოთხი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.