„ბარსელონას“ ფორვარდი ანტუან გრიზმანი არ განიხილავს ესპანური კლუბიდან წასვლის ვარიანტს. 29 წლის ფრანგ ფეხბურთელს მტკიცე სურვილი აქვს – მომავალი სეზონი კატალონურ გუნდში გაატაროს.
გრიზმანს გააჩნია „ბარსელონას“ ახალი მთავარი მწვრთნელის რონალდ კუმანის ნდობა, თავად ფრანგი კი იმედოვნებს ლიონელ მესისთან შეთამაშების გაუმჯობესებას.
გასულ სეზონში გრიზმანმა ესპანეთის ჩემპიონატის 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ცხრა გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი პასი მისცა.
ფრანგის ფორვარდის კონტრაქტი „ბარსელონასთან“ 2024 წლის ზაფხულამდეა მოქმედი.
ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გრიზმანზე პრემიერლიგის ორი კლუბი – „არსენალი“ და „ლივერპული“ აცხადებენ პრეტენზიას.