იაპონიის ქალაქ საიტამაში საინტერესო ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელშიც „ბარსელონა“ და „ჩელსი“ ხვდებოდნენ ერთმანეთს. ამ მატჩში შედგა „ბარსელონას“ რიგებში ანტუან გრიზმანის დებიუტი.
შეხვედრა „ჩელსიმ“ ანგარიშით 2:1 მოიგო. ანგარიში 21 წლის ტეს აბრაჰამმა 34-ე წუთზე გახსნა, მეორე გოლი როს ბარკლიმ გაიტანა, რომელიც შეცვლაზე შევიდა მოედანზე. „ბარსამ“ ერთი საპასუხო გოლი კომპენსირებულ დროში გაიტანა – თავი გამოიჩინა ივან რაკიტიჩმა.
„ბარსელონას“ რიგებში არ უთამაშია ლიონელ მესის.
ბარსელონა 1:2 ჩელსი
გოლები: 0:1 აბრაჰამი (34), 0:2 ბარკლი (81), 1:2 რაკიტიჩი (90+1)
ბარსელონა: ტერ შტეგენი (46. ნეტო), ო. ბუსკეტსი (46. ნელსონ სემედო), პიკე (46. ტოდიბო), უმტიტი (46. ლენგლე), ჟორდი ალბა (46. ხაიმე), სერხი რობერტო (46. ალენია), ს. ბუსკეტსი (46. რაკიტიჩი), პუიგი (46. დე იონგი), დემბელე (46. პერესი), გრიზმანი (46. რაფინია), კოლადო (46. მალკომი).
ჩელსი: არისაბალაგა, ასპილიკუეტა (71. ბაკაიოკო), კრისტენსენი (48. ტომორი), დავიდ ლუიში (46. ზუმა), ემერსონი (46. მარკოს ალონსო), ჟორჟინიო (71. დრინკუოტერი), კოვაჩიჩი (70. ძაპაკოსტა), პედრო (70. ბატშუაი), მაუნტი (60. ბარკლი), პულიშიჩი (60. ჟირუ), აბრაჰამი (60. კენედი).