კატალონიური „ბარსელონას“ თავდამსხმელმა ანტუან გრიზმანმა „ატლეტიკოს“ დატოვების შესახებ ისაუბრა.
მე დავტოვე „ატლეტიკო“ არა იმოტომ, რომ ჩემპიონთა ლიგა ან სხვა ტიტულები მომეგო. მადრიდული კლუბიდან წამოვედი, რათა ახალი სათამაშო სტილი და ფილოსოფია ავითვისო.
„ატლეტიკოს“ ჩემპიონთა ლიგის და ესპანეთის ჩემპიონატის მოგება ყოველ წელს შეუძლია“,- განაცხადა გრიზმანმა UEFA TV-თან. ფრანგი შემტევი „ბარსელონაში“ 2019 წელს გადავიდა. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე ლა ლიგაში ჩატარებული 14 მატჩია, სადაც გრიზმანმა ხუთი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ჩემპიონთა ლიგის ექვს მატჩში კი ერთი გოლის გატანა მოახეხა.