გრილიშმა ჰალანდის წარმატების საიდუმლო გაამხილა - ყოველდღე ათსაათიანი პროცედურები #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა ჯეკ გრილიშმა ილაპარაკა იმის შესახებ, რაში მდგომარეობს მისი თანაგუნდელის ერლინგ ჰალანდის წარმატებული თამაშის საიდუმლო.
„ყველა ადამიანი განსხვავებულია, ასე არ არის? შეხედეთ ერლინგს. ის ყველაზე დიდი პროფესიონალია იმათგან, ვისაც ოდესვე შევხვედრივარ. მისი აზროვნება უნიკალურია. ის აკეთებს ყველაფერს! აღდგენა. სპორტული დარბაზი. დღეში 10 საათი სხვადასხვა პროცედურაზე: ყინულის აბაზანები. დიეტა. აი, რატომ არის ის ასეთი. მაგრამ, გეფიცებით, მე უბრალოდ ვერ შევძლებდი ასე!
ჩვენ შესანიშნავი მეგობრობა გვაქვს, მაგრამ მატჩის შემდეგ ხანდახან თითს მიქნევს და მეუბნება: „არ წახვიდე დღეს საღამოზე“. მე მას ვპასუხობ: „ხმა ჩაიგდე და იჯექი შენს ყინულიან აბაზანაში“. მაგრამ ეს ჩვენ ვართ! ორი სხვადასხა ადამიანი წარმატებისკენ თავისებურად მიდის.
მე ისეთი წარმატებული არ ვარ, როგორც ის. ამ სეზონში ერლინგმა უფრო მეტი გაიტანა, ვიდრე მე მთელი კარიერის განმავლობაში! მაგრამ მან რომ ის აკეთოს, რასაც მე ვაკეთებ ხანდახან, ასე იტყოდა: „ჯანდაბა, დღეს საშინლად ვგრძნობ თავს“. ხანდახან საკუთარ თავს დასვენების უფლებას ვაძლევ. ერლინგი შინ მიდის, ოჯახთან ერთადაა, უკვეთავს კერძს. ხანდახან მეც ასე ვაკეთებ, მე ეს მომწონს. მაგრამ ზოგჯერ ჩვენს თავს თავისუფლების უფლებას ვაძლევ. მიყვარს დრო და დრო დალევა და მეგობრებთან გართობა. ეს სრულიად ნორმალურია“, – მოჰყავს გრილიშის სიტყვები გაზეთ DailyMail-ს.
ჰალანდმა პრემიერლიგის წინა ტურში 35-ე გოლი გაიტანა და ლიგის რეკორდი დაამყარა ერთ სეზონში გოლების რაოდენობით.