გრიგორ დიმიტროვი - რაფა განსაკუთრებული ადამიანია
გრიგორ დიმიტროვი - რაფა განსაკუთრებული ადამიანია

მსოფლიოს ყოფილმა მესამე ჩოგანმა, ბულგარელმა გრიგორ დიმიტროვმა ჟურნალისტებთან ილაპარაკა „დიდი სლემის“ ტურნირის 19-გზის ჩემპიონთან, ესპანელ რაფაელ ნადალთან თავის დამოკიდებულებაზე.

„ის განსაკუთრებული ადამიანია. თუ სიმართლე გაინტერესებთ, ის ბრწყინვალე პიროვნებაა. მასთან ბევრი დრო გავატარე კორტზე და მოედნის მიღმა. მასთან ერთად ვვარჯიშობდი, კორტის გარეთ კი საერთო მომენტები გვქონდა. ბოლო წლებში ნადალისგან ბევრი რამ ვისწავლე. რთული პერიოდები მქონდა, მაგრამ ის გვერდით დამიდგა. ჩვენი ერთობლივი ვარჯიშების წყალობით, ჩემი სპორტული ფორმა გაუმჯობესდა. მის გარშემო ყოველთვის პოზიტივია. ჩემთვის სასიამოვნოა მის გვერდით ყოფნა“, – განუცხადა ბულგარელმა ჩოგბურთელმა „დეილი ექსპრესს“.

ორი დღის წინ, ნადალმა და დიმიტროვმა საჩვენებელი შეხვედრა გამართეს ქალაქ ატლანტაში. ესპანელმა 7:3, 6:3 მოიგო.

რეიტინგში ნადალი მეორე ადგილზეა, დიმიტროვი – მე-19 ადგილზე.