საქართველოს ნაკრებისა და ბათუმის „დინამოს“ მცველი გრიგოლ ჩაბრაძე კარიერას ირანში, „ზობ ახანში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას „ტრანსფერმარკტი“ ავრცელებს.
გერმანული პორტალის ცნობით, 27 წლის ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი 27 თებერვალს დადასტურდა, ის ირანულ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხა.
ჩაბრაძე „საბურთალოს“ აღზრდილია და თბილისურ გუნდში 2013–2019 წლებში თამაშობდა. 2020 წელს იჯარით „თელავში“ გადავიდა, 2021 წლის იანვრში კი – ბათუმის „დინამოში“. იყო საქართველოს 17, 19 და 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წევრი.
ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში პირველად 2021 წლის 25 მარტს, შვედეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრაში ითამაშა. მას შემდეგ „ჯვაროსნების“ რიგებში ცხრა მატჩი ჩაატარა.