გია გრიგალავამ ახალი საფეხბურთო სეზონი გოლით გახსნა – საქართველოს ნაკრებისა და ტულის „არსენალის“ მცველმა რუსეთის პრემიერლიგის პირველივე ტურში გაიტანა.
„არსენალმა“ მოსკოვის „დინამოს“ უმასპინძლა და 84-ე წუთამდე 0:1-ს აგებდა, სანამ შეტევაში გრიგალავა არ ჩაერთო; 29 წლის ქართველმა შორიდან ძლიერად ზუსტად დაარტყა, ანგარიში გაათანაბრა და გუნდს ქულა მოუტანა 1:1.
საქართველოს ნაკრების მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. აღსანიშნავია, რომ გრიგალავას გოლით „არსენალმა“ პრემიერლიგაში უსიამოვნო ტრადიცია დაარღვია და სეზონის პირველი შეხვედრა არ წააგო.