გრიგალაშვილმა პირველი შეხვედრა მოიგო, შავდათუაშვილი დოჰას ტურნირს დაემშვიდობა
ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე ტურნირზე ძიუდოში, მეორე საშეჯიბრო დღეს, საქართველოს ნაკრების ღირსების დასაცავად ტატამზე სამი ქართველი გამოვიდა.
პირველი შეხვედრა შესანიშნავად ჩაატარა 81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ახლაგაზრდა ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა, რომელმაც გამოცდილ ატილა უნგვართან დამატებით დროში მტკივნეული ილეთით, სუფთა გამარჯვება მოიპოვა. ამავე წონაში რამდენიმე წუთში პირველ შეხვედრას ლუკა მაისურაძეც გამართავს.
სამწუხაროდ, პირველივე წრეში დამარცხდა ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (73კგ).
დღეს წინასწარი შეხვედრები 12:00 დაიწყო, ხოლო ფინალური ბლოკი 18:00 საათზე გაიმართება.