გრიგალაშვილმა მსოფლიო პირველობაზე პირველი გამარჯვება ულამაზესი გდებით მოიპოვა #1TVSPORT
გრიგალაშვილმა მსოფლიო პირველობაზე პირველი გამარჯვება ულამაზესი გდებით მოიპოვა #1TVSPORT

ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს 73კგ წონით კატეგორიაში ევროპის მომქმედი ჩემპიონი, ტატო გრიგალაშვილი ასპარეზობს. ქართველმა პირველი შეხვედრა შეჯიბრების მეორე ეტაპზე ფრანგ ალფა უმარ ჯალოსთან გამართა და მეტოქე ულამაზესი გდებით იპონით დაამარცხა.ტატო შემდეგ რაუნდში ამერიკელ ან დომინიკელ ძიუდოისტს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობაზე,სამი საშეჯიბრო დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ჯერჯერობით უმედლოდ არის. 60კგ-ში ლუხუმ ჩხვიმიანი ტურნირის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა. ვაჟა მარგველაშვილმა (66კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა, მაგრამ ისიც უმედლოს დარჩა. გუშინ კი მსოფლიო პირველობაზე ორმა ქართველმა-მსოფლიოს მომქმედმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) რეპეშაჟიში დათმეს ორთაბრძოლები და ტურნირს უმედლოდ დაემშვიდობნენ.