გრიგალაშვილმა და მაისურაძემ ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყეს (ვიდეო)
პრაღაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში მეორე საშეჯიბრო დღეს ჩვენი ქვეყნისთვის მედლების მოპოვებას სამი ქართველი შეეცდება. 81 კგ-ში ახალგაზრდა ძიუდოისტებმა ტატო გრიგალაშვილმა და ლუკა მაისურაძემ პირველ შეხვედრებში გაიმარჯვეს და შემდეგ წრეში იასპარეზებენ.
გრიგალაშვილმა იტალიელი კრისტიან პარლატი დაამარცხა, ხოლო მაისურაძემ – მოლდოველი ნიკონ ზაბოროსციუკი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ, 73 კგ. წონით კატეგორიაში ოლიმპიური თამაშების ოქროსა და ბრინჯაოს მედლის მფლობელმა, ლაშა შავდათუაშვილმა პირველ შეხვედრაში გერმანელი ანტონი ზინგი დამატებით დროში სუფთა გამარჯვებით დაამარცხა.
წინასწარი შეხვედრები 13:00 საათზე დაიწყო. ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს კი 19:00 საათზე, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
გრიგალაშვილი VS პარლატი (იტალია)