გრიგალაშვილის წარმატებული სტარტი კონტინენტის პირველობაზე [ვიდეო] #1TVSPORT

სოფიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს ორი ქართველი – ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ასპარეზობენ.

ახალგაზრდა ტატო გრიგალაშვილი მე-2 წრეში ფინელ ოსკარ მაკინენს დაუპირისპირდა და მეტოქე ულამაზესი გდებით დაამარცხა. ქართველი მერვედფინალში იჭიდავებს.

ცოტა ხნით ადრე წონის და ტურნირის პირველმა ნომერმა ლაშა შავდათუაშვილმა პირველ შეხვედრაში ალბანელი ინდრიტ კულაი გაფრთხილებებით დაამარცხა და მერვედფინალში იტალიელ ესპოზიტოს დაუპირისპირდება.

ტურნირზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ჯერჯერობით ერთი ბრინჯაოს მედალია, რომელიც გუშინ ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა.

დღეს წინასწარი შეხვედრები 10:30 საათიდან დაიწყო. ფინალური ბლოკის ტელერეპორტაჟებს ექსკლუზიურად საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. პირდაპირი ტრანსლაციები 30 აპრილს და 1 მაისს თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.