გრიგალაშვილი ნახევარფინალშია, მაისურაძე რეპეშაჟში იბრძოლებს (ვიდეო)
პრაღაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში მეორე საშეჯიბრო დღეს ჩვენი ქვეყნისთვის მედლების მოპოვებას სამი ქართველი შეეცდება.
81 კგ-ში ახალგაზრდა ძიუდოისტები ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე 1/4 ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, სადაც უფრო ძლიერი გრიგალაშვილი აღმოჩნდა და იგი ნახევარფინალში ბელგიელ მატიას კასს შეხვდება. მაისურაძე კი რეპეშაჟში აზერბაიჯანელ ძიუდოისტს დაუპირისპირდება.
წინასწარი შეხვედრები 13:00 საათზე დაიწყო. ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს კი 19:00 საათზე, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.