გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT
დოჰაში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე 73კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი ნახევარფინალში იჭიდავებს. ქართველმა მეოთხედფინალში ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვაჰიდ ბორჩაშვილი დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა. ტატო ნახევარფინალში 20 წლის კორეელ ლის შეხვდება.
გრიგალაშვილის პრინციპული მეტოქე, ბელგიელი მატიას კასე კი შეჯიბრების ნახევარფინალში იასპარეზებს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს, ჯერჯერობით, მხოლოდ ერთი მედალი აქვს მოპოვებული. ტურნირის პირველ დღეს 19 წლის გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
დღევანდელი წინასწარი შეხვედრები 11:30 საათზე დაიწყო, ხოლო ფინალური ბლოკი 19:00 საათიდან გაიმართება.