გრიგალაშვილი მეოთხედფინალშია, შავდათუაშვილი ტურნირს დაემშვიდობა [ვიდეო] #1TVSPORT
სოფიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს ორი ქართველი – ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ასპარეზობდნენ.
ახალგაზრდა ტატო გრიგალაშვილმა მეორე შეხვედრაში იპონით გერმანელი ტიმ გრამკოუ დაამარცხა და ტურნირის მეოთხედფინალში იჭიდავებს. მეორე ქართველი ლაშა შავდათუაშვილი კი შეჯიბრზე ძალიან არადამაჯერებლად გამოიყურებოდა და მერვედფინალში იტალიელ ჯოვანი ესპოზიტოსთან დამატებით დროში დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ჯერჯერობით ერთი ბრინჯაოს მედალია, რომელიც გუშინ ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა.
დღეს წინასწარი შეხვედრები 10:30 საათიდან დაიწყო. ფინალური ბლოკის ტელერეპორტაჟებს ექსკლუზიურად საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. პირდაპირი ტრანსლაციები 30 აპრილს და 1 მაისს თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.