გრიგალაშვილი მასტერსის ნახევარფინალშია - შავდათუაშვილი ტურნირს გამოეთიშა #1TVSPORT

ისრაელის დედაქალაქ იერუსალიმში მიმდინარე წლის შემაჯამებელ ტურნირზე ძიუდოში დღეს სამი ქართველი – ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი (ორივე 73კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81კგ) ასპარეზობდნენ, რომელთაგანაც წარმატებულად გამოსვლას მხოლოდ ტატო გრიგალაშვილი აგრძელებს.

მსოფლიოს რეიტინგის ლიდერმა მეოთხედფინალში იტალიელი ესპოზიტო იპონით დაამარცხა და მასტერსის ნახევარფინალში ფრანგ ჯალოსთან იჭიდავებს.

შეჯიბრს ადრეულ ეტაპზე დაემშვიდობა ლაშა შავდათუაშვილი, რომელიც მერვედფინალში ბრაზილიელ კარგნინთან ორი ვაზარით დამარცხდა. ტურნირზე დღეს გამომსვლელმა მესამე ქართველმა, ახალგაზრდა გიორგი ტერაშვილმა კი პირველივე დაპირისპირება დამატებით დროში მასპინძელ იდო ლევინთან დათმო.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00-ზე დაიწყება.